Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 26/01/2023
ირაკლი კობახიძე

არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც CS Victims-ის სტატიას გამოეხმაურა.

„საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ხდება „კრედიტ სუისში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია პრაქტიკულად გაცამტვერებულია და ამის თაობაზე საერთაშორისო მედია ფართოდ საუბრობს. აქ მთავარია, რა არის მოტივი.

მოტივი ცალსახად არის პოლიტიკურია, რაზე მინიშნებებიც უკვე ჰქონდა თავად „კრედიტ სიუსს“, რომელმაც მიუთითა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამ თანხების დაკავებასთან კავშირში და თავად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ, თავის წერილში გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ბუნებრივია, ჩვენ ვხვდებით დაახლოებით, ზუსტადაც, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, რომ ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ იცნობენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ „კრედიტ სუისი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკურ შანტაჟს აგრძელებს.

Post navigation

Previous: “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურად, იქნება მთავარი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვა – აკო მინაშვილი
Next: ეს უღირსი ქალი არის USAID – ის დაფინანსებული ენჯეოს, „პროლოგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.