Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს უღირსი ქალი არის USAID – ის დაფინანსებული ენჯეოს, „პროლოგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი

მარშალ პრესი 26/01/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ეს უღირსი ქალი არის USAID – ის დაფინანსებული ენჯეოს, „პროლოგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ქალს აქვს ჩაბარებული ქართული სამართლებრივი სისტემის „რეფორმირება“… – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილ მოსამართლე ინგა თოდრიაზე.

ექსპერტი აქვეყნებს ინგა თოდრიას 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქ პოსტს, სადაც იგი წერს – „მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა …. ახლა გამოჩნდება რისი ტრ… გვაქვს“.

ლევან ნიკოლეიშვილი კითხვით მიმართავს საქართველოში აშშ-ის ელჩს, ნუთუ ამ პოზიციის დამფიქსირებელი თოდრია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი თავის რომელიმე გადაწყვეტილებაში?

„ეს უღირსი ქალი არის USAID – ის დაფინანსებული ენჯეოს, „პროლოგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ქალს აქვს ჩაბარებული ქართული სამართლებრივი სისტემის „რეფორმირება“… ახლა მინდა პირდაპირ და ღიად ვკითხო ქალბატონ ელჩს, ნუთუ ამ პოზიციის დამფიქსირებელი თოდრია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი თავის რომელიმე გადაწყვეტილებაში? თქვენ ეს ქვეყანა ჩალით დახურული ხომ არ გგონიათ? რატომ ფიქრობთ, რომ მსგავს სუბიექტებს შემოგვტენით, რომ შემდეგ თქვენ ჭკუაზე დაალაგოთ ყველაფერი?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის, PROLOG -ის ხელმძღვანელის მოადგილემ და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელმა ინგა თოდრიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანა 10 წლით მოდუნდა და ახლა ცვლილებების და გამოღვიძების დროა, რაც რეალურად გამოაჩენს იმას, თუ რის თავი აქვს საზოგადოებას.

Post navigation

Previous: არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი კობახიძე
Next: ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.