Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცარიელი ძვლები დარჩა – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მარშალ პრესი 22/01/2023
გიული ალასანია

კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

„ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი ჩანს. გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა?

ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ეს ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებებით რომ გადაადგილდებოდა, იმდენად არის დასუსტებული, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, – განაცხადა ალასანიამ.

Post navigation

Previous: საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდეს – მიხეილ სარჯველაძე
Next: საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების საქმეში საგანგებო მნიშვნელობისაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.