Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდეს – მიხეილ სარჯველაძე

მარშალ პრესი 22/01/2023
მიხეილ სარჯველაძე

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხში ქართული მხარის როლზე საუბრისას.

„არავისთვის არ შეიძლება იყოს სასარგებლო ამ რეგიონში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში საომარი მოქმედებები. შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობა იყოს და ამისთვის მზად არის, რომ კონკრეტული მოვალეობები იკისროს, კონკრეტული ფუნქცია შეასრულოს საიმისოდ, რომ ჩვენი მცდელობები იყოს შედეგიანი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ „აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“. მისი თქმით, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, რეგიონი გარდაქმნან რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.

Post navigation

Previous: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მედიაში, მათ შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას გამოეხმაურა
Next: ცარიელი ძვლები დარჩა – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.