Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების საქმეში საგანგებო მნიშვნელობისაა

მარშალ პრესი 22/01/2023
ვოლსკიი

საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების საქმეში საგანგებო მნიშვნელობისაა, მითუმეტეს თუ მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც. სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების ბევრი ხალხი ცხოვრობს საქართველოში და საუკეთესო პლატფორმაა ამ ორი მხარის საუბარი საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ „აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“. მისი თქმით, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, რეგიონი გარდაქმნან რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.

Post navigation

Previous: ცარიელი ძვლები დარჩა – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
Next: ამერიკა ჩვენი ტოლი არ არის, მისი ლანძღვა საშიშია ხალხო – ლევან ბერძენიშვილი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.