Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მგონი, თქვენ ამ ლეგიტიმაციასთან ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს

მარშალ პრესი 20/01/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ. პირველი – ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა და მეორე – რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან.

„ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ. პირველი: ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა. ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან და მემგონი, თქვენ ამ ლეგიტიმაციასთან ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ. მეორე: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან. როდესაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეორე პირველს, არამგონია მსგავსი არჩევნის დაყენება მთლად კეთილსინდისიერი საქციელი“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი
Next: რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტმა გასულ კვირას, აპრილის შემდეგი პერიოდიდან, უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანამ ევროპული სანქციების პირველი დარტყმა ამ დროისთვის გადალახა? – Bloomberg

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.