Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი

მარშალ პრესი 20/01/2023
კელი დეგნანი

საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, – ამის შესაებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით იგი იგი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვისა და უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს გამოეხმაურა.

„ძალიან სენსიტიური დროა, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წასართმევად. ამიტომ, ყველა დიდ სტრესსა და ზეწოლას განიცდის.

აშშ-მა ყველა თავის პარტნიორსა და მოკავშირეს სთხოვა, განეხილა, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ კუთხით საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

თითოეულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც მათთვის კომფორტულია. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის ის სენსიტიური სიტუაცია, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, რომ ეს საკითხი პირადად განიხილონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ალექსეი გონჩარენკომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მორიგი განცხადება გააკეთა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კვლავ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე საუბრობს. „პალიტრანიუსის“ ეთერში კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30 ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნეს და ეს მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. კასიანოვმა ასევე ისაუბრა ჯავშანმანქანა „დიდგორზე“ და ირწმუნება, რომ „დიდგორი“ ჰუმანიტარული მიზნით სჭირდებათ.

Post navigation

Previous: საგარეჯოს ტრაგედიაზე შალვა ნათელაშვილს ახალი საჭორაო თემა მიეცა
Next: მგონი, თქვენ ამ ლეგიტიმაციასთან ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.