Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს

მარშალ პრესი 17/01/2023
რატი იონათამიშვილი

რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ კლანები შედგება ოდიოზური და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებისგან, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის.

„არჩევნების თარიღი იქნება ამ პარტიის დაშლისა და ქართული პოლიტიკური სივრციდან მათი გაქრობის დამაჩქარებელი ფაქტორი, რაც კარგია, რადგან ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლით პროცესები გაჯანსაღდება. რაც შეეხება გიორგი რურუას განცხადებას, მასში არის სერიოზული ბრალდებები, თუმცა აქ საინტერესოა ასევე ის, რომ მას თუ ასეთი ინფოტმაციები ჰქონდა, აქამდე რატომ იყო ჩუმად და არ საუბრობდა? საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსული კავშირები ევროპის საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერისას ნახა, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. აქ საუბარი არ არის პერსონებზე, საუბარია პარტიის მემკვიდრეობაზე, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რეგიონში რუსეთი გაეძლიერებინა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
Next: გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ რეზოლუციის უკან დგას ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ქალბატონი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.