Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 17/01/2023
325977543_732328898513122_1240596332058878313_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და  ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში ჰოლდინგის პორტფელის გაზრდა და არსებული ინვესტიციების დივერსიფიკაცია. შეხვედრაზე სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, Majid Al Futtaim Group-ი საქართველოში წარმატებით ოპერირებს და არსებული პორტფელის გაზრდის შემთხვევაში, ჰოლდინგს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ექნება.

Majid Al Futtaim-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში.  ჰოლდინგში 43 000 ადამიანია დასაქმებული. მისი შემოსავალი კი,  8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Majid Al Futtaim-ი ჰიპერმარკეტ “კარფურის” მფლობელია.

Post navigation

Previous: “ქოცებო” თქვენ ამას ვერ გაიგებთ – ელის კილაძე არესტოვიჩზე
Next: რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.