Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ რეზოლუციის უკან დგას ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ქალბატონი

მარშალ პრესი 17/01/2023
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის განცხადებით პოლონეთში, მიხეილ სააკაშვილზე მიღებული რეზოლუციის ავტორი ვანო მერაბიშვილის მეგობარია. ვიცე-პრემიერმა სეიმის რეზოლუცია არამეგობრულ ჟესტად შეაფასა. პოლონეთმა, დოკუმენტი 13 იანვარს მიიღო.

„ვწუხვარ, მაგრამ უნდა ჩაითვალოს, რომ პოლონეთის სეიმიდან გვაქვს არამეგობრული ჟესტი, თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი – ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ქალბატონი გოშევსკა. ამით ყველაფერი არის უკვე ახსნილი. ჩვენს საზოგადოებას კი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვინ არის ვანო მერაბიშვილი. პოლონურ საზოგადოებას აქვს ამის საჭიროება, რომ ავხსნათ, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელს“, – განაცხადა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს
Next: ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია – ლევან ხაბეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.