Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს რეალურად არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 15/01/2023
ირაკლი კობახიძე

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში და ამ კუთხით შეიძლება სერიოზული წინსვლის მიღწევა მომავალი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რადიკალიზმის შემცირების მთავარი გასაღები რადიკალური ოპოზიციის დასუსტებაშია.

„დღეს რეალურად არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია. ეს პროცესი თუ გაგრძელდება (და მე მგონია, რომ აუცილებლად გაგრძელდება), შეიძლება ქვეყანამ საბოლოოდ დააღწიოს თავი იმ ჩაკეტილ წრეს, რასაც პოლარიზაციას ვეძახით. რადიკალიზმის ხარისხის შემცირება არის მნიშვნელოვანი და ამის მთავარი გასაღები სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დასუსტებაში, რასაც ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებით არის დასუსტებული“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ბუბა კიკაბიძემ, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა
Next: ქალბატონი დელფინა ბერძენიშვილი კახეთში ჩათრეულა, ლექცია უნდა წაგიკითხოთო – გელა ზედელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.