Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყება: გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში

მარშალ პრესი 10/04/2022
გერმანი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში. ჩვენ არ ვცნობთ 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს. ჩვენ ამ „არჩევნებს“, ისევე როგორც მის შედეგებს და ყველა სხვა გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებების მხრიდან, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მივიჩნევთ უკანონოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.

Post navigation

Previous: სვიატოსლავ ვაკარჩუკი: მადლობა, საქართველო! ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია და მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ
Next: გია ცაგარეიშვილი: უკრაინის ომით დაზაფრულ ქართულ საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის თემა სააკაშვილმა სასინჯ ქვად ჩააგდო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.