Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სვიატოსლავ ვაკარჩუკი: მადლობა, საქართველო! ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია და მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ

მარშალ პრესი 10/04/2022
სვიატოსლავ ვაკარჩუკი

„იმედის კვირა“ პოპულარული უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи ლიდერს, სვიატოსლავ ვაკარჩუკს ამჯერად ბოროდიანკაში შეხვდა.

ვაკარჩუკის სურვილია, მთელ მსოფლიოს ანახოს, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, რეალურად ფრონტის წინა ხაზზე. სურვილები და მოლოდინები კი ისევ ოპტიმისტური აქვს. მას ქართველებისთვის მადლობის თქმაც არ დავიწყნია.

„ეს ბრძოლა არაა, არამედ ეს სასაკლაოა და ეს ხალხი დახოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება სურდათ. ეს ყველანაირ ახსნის მიღმაა. ამას არასდროს დავივიწყებთ და რუსეთს არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ისევ ავაშენებთ ქალაქებს. ეჭვგარეშეა, ერთ დღეს ეს ადგილი ისევ იქნება მშვენიერი. ყოველთვის გვემახსოვრება, როგორი იყო ფასი, რომელიც ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადავიხადეთ.

მადლობა, საქართველოვ, თქვენი მხარდაჭერისთვის! ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია და უკრაინელები მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ“, – განაცხადა ვაკარჩუკმა.

როგორია უკრაინელების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გადახდილი ფასი და რუსული ჩექმის კვალი, ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში კიევის ოლქიდან.

Continue Reading

Previous: ვახტანგ მახარობლიშვილი: ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის ნაწილად მოიაზრებს
Next: გერმანიის საგარეო უწყება: გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025