Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: უკრაინის ომით დაზაფრულ ქართულ საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის თემა სააკაშვილმა სასინჯ ქვად ჩააგდო

მარშალ პრესი 10/04/2022
გია ცაგარეიშვილი

როდესაც გინდა ნეიტრალიტეტის თემის მუსირება დაიწყო, ამით მტრის წისქვილზე ასხამ წყალს. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება. სწორედ ამ კალაპოტში ჩაჯდა თანხვედრილად „პატრიოტთა ალიანსი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ამ გზის თავშია სააკაშვილი და ბოლოში ის ხალხი, ვინ მოსკოვში ჩავიდა. ეს თვალხილულია. ერთი ამბობს, რომ ახლა ამ თემას თქვენ რუსები მოგახვევენო და ამით იმ რუსის სათქმელს ამბობს ფაქტობრივად წინსწრებად. ამ თემას სასინჯ ქვად აგდებს უკრაინის ომით დაზაფრულ ქართულ საზოგადოებაში. ამ დროს მეორე ფლანგიდან „პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ მიდიან მოსკოვში ნეიტრალიტეტზე სასაუბროდ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: გერმანიის საგარეო უწყება: გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში
Next: გენერალურმა პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.