Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ლატვიის საგარეო უწყება: ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

მარშალ პრესი 10/04/2022
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.

Continue Reading

Previous: ლაშა დარსალია: ცხინვალში ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, არის უკანონო
Next: ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025