Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 10/04/2022
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ უკრაინის დაზვერვის ბრალდებაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინის მთავრობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს უსვამს ხაზს და კონტრაბანდის შესახებ განცხადების მიზანსაც განმარტავს.

„ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა. აქაც იკითხება ეს ხელწერა ძალიან მარტივად. მთავარი მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე, საქართველოში მღელვარების გამოწვევა. იმდენად მიეჩვია უკვე საზოგადოება ასეთი ტიპის მცდარ განცხადებებს, რომ საერთოდ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. გათვლა იყო სხვა რამეზე – რომ საზოგადოებაში იქნებოდა განსხვავებული ემოციური ფონი და ისინი რაღაცნაირად მოახერხებდნენ სარგებლის მიღებას. თუმცა ეს გათვლა რეალურად მყარ არგუმენტებზე არ იყო დაფუძნებული და, შესაბამისად, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

Post navigation

Previous: ლატვიის საგარეო უწყება: ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
Next: BBC: ავსტრიის კანცლერი ხვალ მოსკოვში ჩავა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.