Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ცხინვალში ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, არის უკანონო

მარშალ პრესი 10/04/2022
ლაშა დარსალია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოეხმაურა.

„ცხინვალში ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, არის უკანონო. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის აღდგენილი, არიან დევნილები, ეს არის ფარსი და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისია ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც – დაგმობილია პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.

Continue Reading

Previous: ილია დარჩიაშვილი: დღეს ვიხსენებთ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და 2010 წლის სმოლენსკის ტრაგედიის კიდევ 95 მსხვერპლს. პრეზიდენტი კაჩინსკი საქართველოს დიდი მეგობარი იყო
Next: ლატვიის საგარეო უწყება: ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025