Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უპრეცედენტო საერთაშორისო რყევების მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა – ეს გვაძლევს იმედს, რომ 2023 წელი თითოეული ოჯახისთვის იქნება მეტი დოვლათისა და კეთილდღეობის წელი

მარშალ პრესი 02/01/2023
პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას, პარლამენტის სახელით, ახალი წლის დადგომას ულოცავს.

„ჩემო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ ახალ წელსა და დამდეგ შობას. 2023 წელს თითოელი თქვენგანისა და ჩვენი ქვეყნისთვის მოეტანოს გამარჯვებები და ახალი შესაძლებლობები. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს დებსა და ძმებს – ჩვენ საერთო ფესვები და ოჯახები გვაკავშირებს, თანაზიარნი ვართ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის. მჯერა, რომ მომავალი წელი იქნება ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ყოველთვის ემოციურია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მინდა მათ მხნეობა, წარმატება და საკუთარ კერაში მალე დაბრუნების სიხარული ვუსურვო. დამდებ შობა-ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, ყველას, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდება და წლის ნებისმიერ დროს მუხლჩაუხრელად დგას ჩვენინ უსაფრთხოების სადარაჯოზე.

დამდეგ 2023 წელს გულითადად ვულოცავ ჩვენი საზოგადოების უხუცეს წევრებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით და განვლილი ცხოვრებით შექმნეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ასევე ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომლებიც განსაკუთრებული სიხარულით ეგებებიან ამ სადღესასწაულო დღეებს.

გასული წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირესულად გაიარა. ერთიანობით და სიმტკიცით გაუმკლავდა ბევრ სრთულეს და არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და დაადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზას. უპრეცედენტო საერთაშორისო რყევებისა და კრიზისების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა – ეს გვაძლევს იმედს, რომ 2023 წელი თითოეული ოჯახისთვის იქნება მეტი დოვლათისა და კეთილდღეობის წელი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას, ფეხბედნიერი იყოს 2023 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საახალწლო მილოცვაში.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია – ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს
Next: მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.