სააკაშვილმა სიკვდილის მანქანა შექმნა – მაია ნიკოლეიშვილი (ვიდეო)

599
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დღეს მე ვისმენ გამართლებას, რომ სააკაშვილმა ეს ყველაფერი პირადად არ გაუკეთებია. როგორ არა, მან შექმნა საშინელი სისტემა, რომელიც ადამიანებს ანადგურებდა, ამის შესახებ დამოუკიდებელემა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.

ორგანიზაცია, რომელიც ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლებთან მუშაობს, შესული იყო ციხეებში. იცით რა დღეში იყვნენ ფსიქოლოგები, რომლებმაც იქ არაერთი ადამიანის ისტორია მოისმინეს? ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ ადამიანებს, ფსიქოლოგიურად ტეხდნენ.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი გუშინ სააკაშვილს დასავლეთის ვარსკვლავად მოიხსენიებდა. ამ დასავლეთის ეგრეთწოდებულმა ვარსკვლავმა სიკვდილის მანქანა შექმნა და რა ფასი აქვს სახელმწიფოს, რომელიც ადამიანის წამებაზეა აგებული?“, -განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება