Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

მარშალ პრესი 02/01/2023
მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო, თითოეულ თქვენგანს მთელი გულით გილოცავთ ახალ 2023 წელს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს.

მსურს, ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს – გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, 2023 წელი თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და მონდომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.

2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ახალ, 2023 წელს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სიახლეების დანერგვას და ისეთი განათლების სისტემის შენებას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი თავისა და პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ყველას, 2023 წელი ყოფილიყოს წარმატების, წინსვლისა და განვითარების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, – აღნიშნავს განათლების მინისტრი.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი: უპრეცედენტო საერთაშორისო რყევების მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა – ეს გვაძლევს იმედს, რომ 2023 წელი თითოეული ოჯახისთვის იქნება მეტი დოვლათისა და კეთილდღეობის წელი
Next: კახა კალაძე: საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის – დაე იყოს მშვიდობა და სიყვარული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025