Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია

მარშალ პრესი 02/01/2023
ღარიბა

გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედებაც და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა არა მხოლოდ უამრავი ადამიანის, ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენს რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედებაც და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა. ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია. ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ მრავალრისკიან გარემოში“, – აღნიშნავს პრემიერი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ზომიერებით, გონიერებით, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი 2023 წლის შემობრძანებას
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია – ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.