ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არ დაუშვებს რომ გახდეს ამ ბოროტი სისტემის ნაწილი, ვინაიდან ისტორია ასე ადვილად არ მთავრდება. ჩვენ წავალთ, თაობები მოვლენ და ის, რომ სადისტური რეჟიმი გაამართლოს და შეიწყალოს, ვფიქრობ სერიოზული გამოწვევაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის თვისებები, რისთვისაც მას [სალომე ზურაბიშვილი] მხარი დავუჭირეთ, მასში კიდევ არსებობს. მიუხედავად მისი ასეთი ხისტი განცხადებებისა, ის პრინციპი, რომ არ შეიძლება სადიზმის შეწყალება, იმედი მაქვს, რომ მასში არსებობს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
28 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მის რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს ასე მიმართა: აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?
