Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი განმარტება მინდა გავაკეთო – ნინო ლომჯარია

მარშალ პრესი 31/12/2022
ნინო ლომჯარია

ერთი განმარტება მინდა გავაკეთო როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა – უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენტებისგან, რაც არ უნდა მწვავე იყოს ოპონირება, ზეწოლა თუ პოლიტიკური თავდასხმა.”– წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

“რა თქმა უნდა, როდესაც ზეწოლა უკანონო ფორმებს იღებს ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ძალიან არასწორ პრაქტიკად ყალიბდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან.

უფლებების დაცვა ნიშნავს ძალაუფლების მქონე პირებისგან ძალაუფლებაში არ მყოფი პირების, ანუ სუსტების დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, მას იმხელა ძალაუფლება აქვს, იმდენი კონსტიტუციური ბერკეტი (იქნება ეს იუსტიციის საბჭოში გადამწყვეტი წევრის დანიშვნა, შეწყალება, საკონსტიტუციო სამართალწარმოება, ვენეციის კომისიისადმი მიმართვა, ვეტოს უფლება და ა.შ) რომ მას თავისუფლად შეუძლია მმართველი პარტიის წევრებზე აქეთ მოახდინოს ზეწოლა.

ეს პოსტი მხოლოდ პრეზიდენტზე არაა, სახალხო დამცველობის დროს მეც ხშირად მთხოვდნენ მინისტრების, თუ მმართველი პარტიის წევრების დაცვას, რაც უფლებადამცველობის არასწორი გაგება და ამ ცნებით მანიპულაციაა. ვფიქრობ, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ არასწორ განმარტებას.”– წერს ნინო ლომჯარია.

Post navigation

Previous: ის, რომ სადისტური რეჟიმი გაამართლოს და შეიწყალოს, ვფიქრობ სერიოზული გამოწვევაა
Next: ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.