Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება

მარშალ პრესი 27/12/2022
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. ორბანის განცხადებით, უნგრეთი დადგა საფრთხის წინაშე, რომ ის ომში ჩაეთრიათ, ხოლო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს.

ორბანმა დაადასტურა უნგრეთის პოზიცია, რომ უკრაინაში აუცილებელია ცეცხლი შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები.

„უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის. თუ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა, მშვიდობა იქნება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პოზიციაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ ის „პროუნგრულია“.

„კითხვაზე, ისტორიის რომელ მხარეს ვართ, კარგის თუ ცუდის, პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას. ჩვენ დაინტერესებული ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენით და იმით, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რუსეთთან ყველა ეკონომიკური ურთიერთობა დავთმოთ“, – განაცხადა ორბანმა.

Post navigation

Previous: კითხვაზე, ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარეს ვიმყოფებით, ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ისტორიის უნგრეთის მხარეს ვიმყოფებით – უნგრეთი პროუნგრულია
Next: ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან პრემიერის წინადადებაზე და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.