IMG.GE ___________________________________ IMG.GE

არჩევნების დღეს, ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიანად, ყველამ ერთად და ისე, რომ საერთოდ საუბარიც არ იყოს მეორე ტურზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა.

„სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ამ სამართლიანობისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანი წარმოადგენს თქვენს ხმას საქართველოს პარლამენტში და ზაურ დარგალი არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ღირსეულად შეუძლია წარმოადგინოს თქვენი ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, არჩევნების დღეს, ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიანად, ყველამ ერთად და ისე, რომ საერთოდ საუბარიც არ იყოს მეორე ტურზე. გამარჯვებას გისურვებთ!“,– აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება