Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

მარშალ პრესი 26/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ, როდესაც ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელს მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი, ამ ვითარებაში საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო, ომიდან გამომდინარე, ნეგატიური ეფექტებისა და გავლენების შემცირება. რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება. ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მაშინ, როდესაც ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელს მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. თანაც ეს არ მომხდარა მხოლოდ წელს. გასულ წელსაც ჩვენ წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც ბუნებრივია, აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ელჩების კონფერენცია, ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.

Post navigation

Previous: ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა
Next: 2022 წელს მიღებული კანონების 30 პროცენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.