Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა

მარშალ პრესი 26/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ელჩებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. ბატონი ილია დარჩიაშვილი, როგორც ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული თქვენი საკითხების მოგვარებაში. ყველა თქვენს თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი ოჯახებიდან შორს, საზღვარგარეთ ყოფნა, ცხოვრება და მოღვაწეობა.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თქვენ კიდევ უფრო კომფორტულად, კიდევ უფრო კარგი პირობებით შეძლოთ თქვენი მთავარი მოვალეობის შესრულება. ბატონ ილიასაქვს ძალიან კარგი ინიციატივები. ამის თაობაზე ალბათ სხვა ფორმატში გვექნება მსჯელობა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და მის ინიციატივებს, მთავრობის დონეზე ჩვენ გვექნება მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, პატივცემულო ელჩებო, ყველა თქვენს თანამშრომელს, გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, მშვიდობა და მოგილოცოთ წინასწარ დამდეგი ახალი წელი და შობა. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გიული ალასანიასთან ინტერვიუს შემდეგ, ტვ “პირველი”-ს ნანუკა და “მთავარი არხი”ს ნატაშკა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
Next: ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.