Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2022 წელს მიღებული კანონების 30 პროცენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა

მარშალ პრესი 26/12/2022
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა 12 რეკომენდაციაზე, 2022 წელს მიღებული კანონების 30 პროცენტი იყო კანონები, რომლებიც სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 82 კანონი, ცვლილება მიიღო პარლამენტმა, რათა შესრულებულიყო ევროკომისიის რეკომენდაციები.

„იცით, რომ არის ორი საკითხი, რომლებიც ახლა არის ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის – სასამართლო რეფორმის პაკეტი და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომლებზე პასუხსაც ჩვენ ველოდებით მარტში და როგორც კი გვექნება შეფასება ვენეციის კომისიისგან, პარლამენტი განაახლებს ამ პროექტებზე მუშაობას. რაც შეეხება სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევას, ეს არის სწორედ ის საკითხები, რომლებზეც ვამბობდით, რომ უმრავლესობაზე არ არის დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ვიხილეთ, რომ ოპოზიციამ აირჩია ულტიმატუმის გზა. პროცესის დაწყებამდე, სანამ კონკურსი გამოცხადდებოდა, გასაუბრებები ჩატარდებოდა, დაასახელეს მათდამი ლოიალური კანდიდატები და წამოაყენეს ულტიმატუმი, რომ ან ამ კანდიდატების არჩევა უნდა მოხდეს ან სხვა არავის, რაც არც საპარლამენტო პროცესის შესაბამისია, არც დემოკრატიული პროცესის, როდესაც უმცირესობა ულტიმატუმით აიძულებს უმრავლესობას, მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. ეს არის ანტიდემოკრატიული მიდგომა, რაც ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით ულტიმატუმების წამოყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
Next: 2022 წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.