Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის კადრებმა გამახსენა ერთი რამ – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 16/12/2022
ირაკლი კობახიძე

ამ კადრებმა მე პირადად შემახსენა ერთი რამ, რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ის ხელისუფლება დაამთავრა, იმიტომ, რომ იმაზე არ გაჩერდებოდნენ, რაც მათ გააკეთეს – მის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“ – ში განაცხადა.
მისი თქმით, მეორედ გადავრჩით, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კიდევ ერთი მცდელობა, როდესაც შარშან, პირველ ოქტომბერს შემოვიდა საქართველოში.

„როცა ვუყურე ამ ფსიქოტიპს კადრებში, ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ 20 % ჩააბარა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლეს და არა ათასობით პატიმარი, რომ მხოლოდ ათი ათასობით კაცს წაართვეს ქონება და არა ასი ათასობით ადამიანს. მე მგონი ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ 2012 წელს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა ეს უბედურება და მათ აღარ აქვთ ძალაუფლების ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა.

ასევე ჩვენ გადავრჩით მეორედ უკვე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კიდევ ერთი მცდელობა, როდესაც შაშან, პირველ ოქტომბერს შემოვიდა საქართველოში. მანდაც გადავრჩით, იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, როგორ წავიდოდა პროცესები თეორიულად სახელმწიფო უწყებები რომ არ ყოფილიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და რომ არ მოეხერხებინათ არჩევნების დღემდე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება. შეიძლება პროცესები ყოფილიყო უმართავი, რაც იყო გეგმა ა. ანუ, არის გეგმა ა, გეგმა – ბ, გეგმა – ბ არის ის შოუ, რასაც ვაკვირდებით მთელი ამ 400 დღის განმავლობაში, გეგმა – ა იყო ხელისუფლების გადატრიალება, არევა და მეორე ფრონტი იყო ამის კულმინაცია. ახლაც ზუსტად იგივე გეგმაა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ 2022 წელს საშუალოდ დღეში 400 000 ახალი მავნე ფაილი აღმოაჩინა
Next: გადაათრიეთ ეს მანიაკი ციხეში – მალხაზ გულაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.