Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ 2022 წელს საშუალოდ დღეში 400 000 ახალი მავნე ფაილი აღმოაჩინა

მარშალ პრესი 16/12/2022
kaspersky

„კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა 2022 წელს ყოველდღიურად 400 000 ახალ მავნე ფაილი აღმოაჩინეს, ეს 5%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. საერთო ჯამში, 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, კომპანიის გადაწყვეტილებების მიერ აღმოჩენილ მავნე ფაილთა რაოდენობამ გადააჭარბა 122 მილიონს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს გაიზარდა გამოსასყიდი პროგრამებისა და ჩამომტვირთველების რაოდენობა. ყოველდღიურად გამოვლენილი გამოსასყიდი პროგრამების რაოდენობა გაიზარდა 181%-ით, ხოლო ჩამომტვირთველების (მავნე პროგრამა, რომელიც აინსტალირებს სხვა მავნე პროგრამებს ან არასასურველ აპლიკაციებს ინფიცირებულ მოწყობილობებზე) – 142%-ით.

კიბერკრიმინალების მთავარი სამიზნე კვლავ Windows-ია. ყველა აღმოჩენილი მავნე ფაილის დაახლოებით 85% იყო დამიზნებული კონკრეტულად ამ პლატფორმაზე. გარდა ამისა, წელს Microsoft Office ფაილების იმიტაციით ყოველდღიურად აღმოჩენილი მავნე ფაილების წილი გაორმაგდა. ამავდროულად, Linux-ისთვის ყოველდღიურად აღმოჩენილი ახალი მავნე პროგრამების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო Android პლატფორმაზე 10%-ით.

„საფრთხის ლანდშაფტი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და თავდამსხმელები აქტიურად იყენებენ გლობალურ გარემოს და ახალი ამბების დღის წესრიგს მომხმარებლებზე თავდასხმისთვის. ყველა საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ სავარაუდოდ თავდასხმების რაოდენობა და მავნე პროგრამების მოცულობა მომავალ წელს გაიზარდოს. გარდა ამისა, დღეს, კიბერშეტევის განსახორციელებლად, თავდამსხმელს არ უწევს თავისი ყველა ნაბიჯისა და მავნე ინსტრუმენტების დამოუკიდებლად განვითარება. დარკენტში ხელმისაწვდომია როგორც მავნე პროგრამების, ასევე კორპორატიულ ქსელში წვდომის მრავალი შეთავაზება. ამიტომ ჩვენ შევახსენებთ ყველას, დიდი ორგანიზაციებიდან დაწყებული რიგითი მომხმარებლებით დამთავრებული, გამოიყენონ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტილებები. თავის მხრივ, ჩვენი ექსპერტები ყველა ღონეს ხმარობენ რათა შესძლონ ღირსეულად დაიცვან მომხმარებლები კიბერ საფრთხეებისა და დანაკარგებისაგან“, – ამბობს კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსული კვლევის ხელმძღვანელი ვლადიმერ კუსკოვი.

უფრო მეტი მავნე აქტივობების ზრდის შესახებ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ აქ: https://securelist.com/ksb-2022-statistics/108129/.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
Next: მიხეილ სააკაშვილის კადრებმა გამახსენა ერთი რამ – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.