Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე გადადის

მარშალ პრესი 09/04/2022
მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე, რომლითაც ერთგვარად შევაფასებთ იმ პროგრესს, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკომისიამ უკვე მოამზადა კითხვარი საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის, რომელიც ოფიციალურად გადმოგვეცემა მომავალი კვირის დასაწყისში. ჩვენ მოველით კითხვარს, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მის შევსებას. კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე, რომლითაც ერთგვარად შევაფასებთ იმ პროგრესს, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ამ პროცესში.

2014 წლიდან საქართველო ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა უკვე გატარდა, რაც ძალიან კარგ საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ველოდოთ პოზიტიურ, დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რომელიც იქნება უკვე ჩვენს კითხვარზე დაფუძნებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

Continue Reading

Previous: რატომღაც უკრაინას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თავისთან ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები
Next: ბადრი ჯაფარიძე: ქართველმა ხალხმა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ეს უნიკალური შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025