Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატომღაც უკრაინას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თავისთან ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები

მარშალ პრესი 09/04/2022
ირაკლი კობახიძე

რატომღაც უკრაინას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავისთან – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები. ეს პოზიცია არ იცვლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ იცის, რომ მათი ქმედება ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა.

„რატომღაც უკრაინას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავისთან – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები. ეს პოზიცია არ იცვლება. მათ იციან, რომ ეს ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა, რადგან ესენი ქვეყნის მთავარი კრიმინალები არიან. ამის მიუხედავად, მათი დამოკიდებულება არ იცვლება. ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს შეფასებების გაკეთება, თუმცა, ამაზე ღრმად ვერ შევალთ, რადგან ქვეყანა ომის მდგომარეობაშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მეთაურმა იმის მტკიცებულებები მოსთხოვა, რომ ომის დანაშაულები ბუჩაში ინსცენირებული არ იყო
Next: მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე გადადის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.