Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთაში პლასტმასის ბოთლების ჩამბარებელი პუნქტი ამოქმედდება

მარშალ პრესი 02/12/2022
260

კომპანია ,,პოლივიმი“ მცხეთაში პლასტმასის ბოთლების ნარჩენების შეძენას იწყებს.

1 კილოგრამი პლასტმასის ბოთლის ჩაბარება 1 ლარი ეღირება. 3 დეკემბრიდან, ყოველ შაბათ დღეს, დილის 8:00 საათიდან 13:00 საათამდე, მცხეთის ბაზრის მიმდებარედ, ჩამბარებელი პუნქტის მანქანა განთავსდება და მოქალაქეებს შეეძლებათ დაგროვილი პლასტმასის ბოთლების ჩაბარება თანხის სანაცვლოდ.

პლასტმასის ნარჩენები აბინძურებენ გარემოს და აზიანებენ ჩვენს ბუნებას. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი, შეაგროვოთ და ჩააბაროთ პლასტმასის
ბოთლები შემდეგი გადამუშავებისთვის.

1. პლასტმასის ბოთლები უნდა იყოს სასმელი წყლის, წვენის, გაზიანი სასმელის,
ლუდის და ა.შ.

2. ბოთლები აუცილებლად დაცლილი უნდა იყოს სითხისგან, დამატებითი ნარჩენისგან.
მათი გარეცხვა აუცილებელი არ არის.

3. ჩასაბარებელი ბოთლების ნახევარი მაინც უნდა იყოს გამჭვირვალე ფერის.

4. სასურველია ბოთლები იყოს დაჭმუჭნილ მდგომარეობაში. გადამუშავებადი მასალების დახარისხების და სეპარირებულად შეგროვების მნიშვნელობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, რაც განპირობებულია, საზოგადოებაში არასაკმარისი ცოდნით ნარჩენების ღირებულებისა და გადამამუშავებელი ინდუსტრიის არსებობის გარემოსდაცვით და ეკონომიკურ
მნიშვნელობაზე.

ამ კუთხით თავისი როლის შესასრულებლად, შპს ,,პოლივიმი"-მ დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ერთი ნაბიჯით წინ“ – ფიზიკური პირებისგან ნარჩენის შესაგროვებლად გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ცნობისთვის: ,,პოლივიმ”-iს საწარმო რუსთავში მდებარეობს, სადაც აღნიშნული ნარჩენის გადამუშავება ხდება.

Continue Reading

Previous: პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი მედიკამენტებზე ფასების შესახებ
Next: პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რომელიც სააკაშვილის ჭკუანაკლულ ადვოკატებს აქვთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025