
პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი მედიკამენტებზე ფასების შესახებ, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს
დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე
განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.
„ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის, ხარისხიან მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ამისთვის, მთელ რიგ რეფორმებს ვახორციელებთ. ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ რეფერენტული ფასების დაწესებაა, რომლის საშუალებითაც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კანონპროექტს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგ წავიდა.