Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

მაია მამულაშვილსა და ტვ “პირველს” კახა კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

მარშალ პრესი 30/11/2022
მაია მამულაშვილი

მაია მამულაშვილსა და ტვ პირველს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რომელიც მოსამართლემ დღეს მიიღო. საკითხი ეხება კახა კალაძის სარჩელს.

“კახა კალაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ტელეკომპანია “TV პირველსა” და ნინო (მაია) მამულაშვილს დაევალოთ “დღის ამბებში” გადაწყვეტილების გამოქვეყნება…

გაკეთებული განცხადებები “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო… ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ… 60 მლნ ჩაიდო კახა კალაძემ ჯიბეში… ჩვენ არ დაგვიწერია ეს დოკუმენტები” – არ შეესაბამება სიმართლეს;

“TV პირველსა” და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის ანაზღაურება;

“TV პირველსა” და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო საქმეზე ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარიდან 450 ლარის ანაზღაურება, 2550 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

“სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა, სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას – ეს იყო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია… ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო”, – თქვა მოსამართლემ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.”– განაცხადა მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე.

შეგახსენებთ, კახა კალაძე ტვ პირველსა და მაია მამულაშვილის მორალური ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 100 ათას ლარს სთხოვდა, საბოლოოდ სასამართლომ მამულაშვილსა და ტელევიზიას მხოლოდ 15 ათასი ლარი დააკისრა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელს შეხვდა
Next: გვაქვს ინფორმაცია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან იგეგმება პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.