Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვაქვს ინფორმაცია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან იგეგმება პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით

მარშალ პრესი 30/11/2022
მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან იგეგმება უმძიმესი პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მათ მიზნად აქვთ, რომ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

„მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანები, მავნებლები, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იტყვიან უარს ამ მავნებლური ქმედებისგან, გაჟღერდება მათი სახელები და გვარები. მათ მიზნად აქვთ, რომ ამ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, არიონ სიტუაცია და ის გეგმა, რომელიც აქამდე არსებობდა, ამ სახით მიაღწიონ შედეგს. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახელდება მათი გვარები და იქნება უმკაცრესი რეაგირება. ესენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ერთ-ერთი არის ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩემს განცხადებას აქვს პრევენციული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან, რაზე ვსაუბრობ და თუ არ აღიკვეთება მათი მხრიდან მსგავსი ქმედება, აუცილებლად მოხდება რეაგირება და იქნებიან დაშლილი. ქმედებაში იგულისხმება როგორც ყოველთვის პროვოკაციების მოწყობა ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, რათა გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: მაია მამულაშვილსა და ტვ “პირველს” კახა კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
Next: ოზურგეთის განვითარებისთვის ჩვენს მიერ შემუშავებული 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.