Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელს შეხვდა

მარშალ პრესი 30/11/2022
317574333_512793897548295_385840984001161017_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ჩანგპენგ ჟაოს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას. აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის.

მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას – Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება 17,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

Post navigation

Previous: დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება
Next: მაია მამულაშვილსა და ტვ “პირველს” კახა კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.