Skip to content
15/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიგი უგულავასნაირი, ეკა კვესიტაძისნაირი ნახევარუჯრედიანი ელემენტები ირაკლი კობახიძეს ლანძღავენ

მარშალ პრესი 29/11/2022
ანდრია გვიდიანი

„კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, სჯობს შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით“– წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ეკა კვესიტაძის და გიგი უგულავას ფეისბუქ სტატუსის შესახებ.

როგორც გვიდიანი წერს, ამდენი ხანი ვერცერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე. ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და ჟულიკი ეგ თქვენი სააკაშვილი.

„გიგი უგულავასნაირი, ეკა კვესიტაძისნაირი და სხვა მსგავსი ჯიშის ნახევარუჯრედიანი ელემენტები ირაკლი კობახიძეს ლანძღავენ. როცა კობახიძე გამოდის და სიმართლეს ამბობს, ის ნახევარი უჯრედიც ეყინებათ ხოლმე. კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობია შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით. ხან 3 თვე იშიმშილა, ხან ტუბერკულოზი ჰქონდა, ხან ჭამდა, ხან ვერ ჭამდა, ხან რა მოიგონა და ხან რა. ფაქტი ერთია, ამდენი ხანი ვერცერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე. კონკრეტულად რა შეიძლება სჭირდეს ისეთი, რომ მისი უხმაუროდ მკურნალობა შეუძლებელია?! აი, ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და ჟულიკი ეგ თქვენი სააკაშვილი. შეეგუეთ იმას, რომ ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა და პასუხისგება ყველა იმ საზიზღრობაზე, რაც მან ამ ქვეყანაში აკეთა. ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და, პრაქტიკულად, ციხის ნაცვლად მაღალი დონის კლინიკაში იხდის სასჯელს.“– წერს ანდრია გვიდიანი.

Continue Reading

Previous: თქვენ თავად ქმნით სააკაშვილისგან ადამიანურად საცოდავ და კარიკატორულ პერსონაჟს – დავით ქართველიშვილი
Next: გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025