გია ცაგარეიშვილი: გამარჯვება იქნება ჩვენი, მე ამაში დარწმუნებული ვარ

266
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენს ქვეყანას სჭირდება წელში გამართვა, ეს ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ, ეს არის ჩვენი მისია, ჩვენი დანიშნულება მომავალი თაობების მიმართ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

„ხვალინდელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ეკლიანი გზით ვიარეთ დღევანდელ დღემდე. იყო ბევრი ფათერაკი, ბევრი თავგადასავალი, მაგრამ უმთავრესი – ღირსება არ დაგვიკარგავს და შეგიძლია ჩვენს თანამოქალაქეებს თვალებში ჩავხედოთ და წელგამართულები წავიდეთ მათთან ერთად გამარჯვებისკენ. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა ჩვენს მხარდამჭერს. გამარჯვება იქნება ჩვენი, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება