Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 28/11/2022
316956339_704700011020800_6622042047704803493_n
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე, უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით არ განიხილავს. უმრავლესობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება ომბუდსმენობის რვა კანდიდატზე. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. პირველ დეკემბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.

Post navigation

Previous: უკრაინის თავდაცვის მინისტრი: სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინაზე 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა
Next: ცხრამუხის ტრაგედიამ ბიძგი მისცა სხვადასხვა ჯურის ჭილყვავებს მორალური პრაიდი მოეწყო ეკლესიის წინააღმდეგ და მუშტები ექნიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.