ნანა კაკაბაძის პოსტი ფეისბუქში:
“ჭილყვავების პრაიდი – ცხრამუხის მონასტრის მონაზონის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ ძალადობაზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოზიცია და ამ გაუგონარი დანაშაულის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დაასახელა სამი ტელეკომპანიის (“მთავარი” “ფორმულა” “ტვ 1”) მიერ წლების მანძილზე წარმოებული სისტემატური ანტიეკლესიური კამპანია, მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის მიზნით.
ეს პოზიცია იყო აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობა, რადგან ისტორია იცნობს ანალიგიურ ფაქტებს, სწორედ ასეთი პროპაგანდის შედეგად მიაღწიეს ბოლშევიკებმა ათეისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეკლესიების ნგრევას და ხატების შეურაცხყოფას. ფაშისტურ გერმანიაშიც ასეთი პროპაგანდა უძღვოდა წინ ხოლოკოსტს.
შორს რომ არ წავიდეთ, სოციალ-დემოკრატებმაც ხომ ანალოგიურად შეამზადეს ილიას მკვლელობა.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ლოგიკურ ანალიზს, ფსევდოლიბერალებმა მოაყოლეს აბსოლუტურად არალოგიკური, ორკესტრირებული შტურმი.
„თავისუფალი სიტყვის დამცველმა“ ფსევდო ჟურნალისტებმა, ვაი პოლიტიკოსებმა და ეგრეთწოდებულმა სახალხო დამცველმა საპატრიარქო დაადანაშაულეს საკუთარი აზრის ქონისა და პოზიციის გამოხატვის გამო. ჭილყვავებივით მიესივნენ ეკლესიას და დაკორტნეს.
თურმე მხოლოდ ჟურნალისტებად წოდებულ კასტას და მათი კლანის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებით, რაც მათთვის მიუღებელი პირებისა თუ ინსტიტუციების ყოველდღიურად ლანძღვასა და ცილისწამებაშია გამოხატული. მათთვის დასაშვებია განაცხადონ საპატრიარქო ამქვეყნად ყველაზე დიდი ბოროტებააო (ხათუნა სამნიძე), გაავრცელონ მოწოდებები საპატრიარქოს გადაწვის შესახებ და ა.შ. მაგრამ თუ პარტიულ ჟურნალისტებს ვინმე გააკრიტიკებს, ეს თურმე მიუტევებელი ცოდვა ყოფილა.
იცით ეს განცხადება მომავალში რამდენ უბედურებას მოიტანს, რამდენ დანაშაულს წაახალისებსო? – გაჰყვირიან ისინი. ვითომ მომავალს უფრთხილდებიან.
მათ არ მოსწონთ სხვამ შეაფასოს, რამ მოიტანა ის საზარელი რეალობა, როდესაც ვიღაც არაკაცებს შეუძლიათ თავისი ბილწი ქმედებებით შეურცხყონ რწმენაც, ადამიანობაც, კანონიც, მორალიც და ყველანაირი ზღვარი წაშალონ ცხოველსა და ადამიანს შორის.
ეკლესიის წინააღმდეგ ფსევდოლიბერალთა გააფთრებულ ბრძოლასაც თავისი მიზეზები და მიზნები გააჩნია. ისინი ოჯახებს ებრძვიან და მისი ჩანაცვლება სურთ გარყვნილებით, ეკლესია კი პირიქით, გარყვნილებას ცოდვად მიიჩნევს, და ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს მისგან განთავისუფლებაში, ეკლესია ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ქადაგებს, მორალური და ზნეობრივი ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს, ფსევდოლიბერალები კი მორალურ და ზნეობრივ გადახრას ნორმას აფასებენ.
ქვეყანაში, რომელშიც ეკლესიას 87% იანი ნდობა აქვს,მორწმუნეებს ბნელებს ეძახიან, ლგბტ და გეიპარადების მომწყობებს “პრადვინუტობად” აფასებენ, მისაბაძად და დასავლური ცხოვრების წესად წარმოაჩენენ.
აი, ეს და სხვა უგვანო ქმედებებია ფსევდოლიბერალების ნამდვილი სახე. ცხრამუხის ტრაგედიამ ბიძგი მისცა სხვადასხვა ჯურის ჭილყვავებს მორალური პრაიდი მოეწყო ეკლესიის წინააღმდეგ და მუშტები ექნიათ – როგორ ბედავთ ხმის ამოღებას, ჩვენთვის რაიმეს შესახებ ბრალის წაყენებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, ლანძღვაც მხოლოდ ჩვენი პრეროგატივაა. ჩვენ შეგვიძლია, გინებაც, ცილისწამებაც, ყველა საშინელების თქვენთვის დაბრალებაც, მაგრამ თუ თქვენ თავდაცვის მიზნით ხმას ამოიღებთ, მაგის უფლებასაც არ მოგცემთ, რადგან ჩვენი მიზანია ან პირში წყალი ჩაიგუბოთ, ან თუ რამეს იტყვით, ჩვენ ყველა ბრალდებას უნდა დაეთანხმოთ, თავზე ნაცარი წაიყაროთ და მოინანიოთ, თორემ ხვალ და ზეგ უარეს უბედურებებს დაგაბრალებთო.
აი, ეს არის ფსევდოლიბერალების მორალური ტერორის ანატომია, რასაც ჩვენ ჭილყ-ვავების პრაიდი დავარქვით. მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისათვის ისეთივე მიუღებელია ასეთი ჭილყვავების პრაიდები, როგორც ქართული მართლმადიდებულური ეკლესიისათვის.”- წერს ნანა კაკაბაძე.
დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის...