უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინაზე 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
„ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, რუსეთმა 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე. რუსული სამიზნეების 97% სამოქალაქო ობიექტებია. ჩვენ ვიბრძვით ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინა გაიმარჯვებს და ომის დამნაშავეებს სასამართლოს წინაშე პასუხს აგებინებს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

