Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ომბუდსმენობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს

მარშალ პრესი 28/11/2022

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში, ოპოზიციასთან კონსულტაციები 8 კანდიდატთან დაკავშირებით გაგრძელდება. ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გაიმართა უმრავლესობის ტრადიციული სხდომა. სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, ორ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩავაყენეთ ოპოზიციასთან კონსულტაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. ოპოზიციის შეხვედრის და დღევანდელი უმრავლესობის სხდომის საერთო შედეგი შემიძლია გაგაცნოთ: სულ იყო ომბუდსმენობის 19 კანდიდატი, აქედან სამმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა. დარჩენილი კანდიდატებიდან 7 მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია, თუკი არცერთი პოლიტიკური ჯგუფი არ უჭერს მხრას რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, კონსულტაციების გაგრძელებას აზრი არ აქვს. რჩება 8 კანდიდატი, რომელზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან და უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე მე შემიძლია გაგაცნოთ მათი სახელები და გვარები: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: ვინაიდან ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას და რომ არ დარჩეს სპეკულაციებისთვის სივრცე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში
Next: უკრაინის თავდაცვის მინისტრი: სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინაზე 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.