
“სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი. ვერცხლის წყალია აღმოჩენილი.
ახლა ვისაც გახსოვთ ჩემი ბრიფინგი ერთი წლის წინანდელი – გამოვიდა ინფორმაცია, მოწამვლა და “დემორალიზება “უნდათ-მეთქი (გახსოვთ, ალბათ). ჰოდა, ნიკა მელიას ისტერიკულმა “უანგარო დამცველებმა” (კიდევ ვინც შემორჩით) გააგრძელეთ კედელ-კედელ ჩემი ლანძღვა, ჩემ მიერ გაკრიტიკებული, არაფრის მაქნისი და მელიას მიერ შექმნილი უმოქმედო პროცესის გამო.
პარტიის დამფუძნებელი (პუტინის პირადი პატიმარი), მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და “გულდაწყვეტილია” თურმე…
გააგრძელეთ, “ბატონებო და ქალბატონებო” მელიას “გულმხურვალე გულშემატკივრობა” – სირცხვილია, სხვა თუ არაფერი! დღეს უმოქმედობა – მკვლელობაში თანამონაწილეობაა!” – ამის შესახებ პარტია “კანონის და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს და მისი ერთი წლის წინანდელი ბრიფინგის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს.
პოსტს კომენტარებში ნიკა მელიას მამა ანზორ მელია შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: “თაკო, გეყოფა. გრცხვენოდეს!”
თაკო ჩარკვინი: “ანზორ, მეგონა, “ამ სიტყვებს” ნიკას ეტყოდი, მაგრამ ვხედავ, არ იცი ყველაფერი, რაც იკადრა ნიკამ პირადად ჩემ მიმართ და (ოჯახის მიმართ). ასე რომ, ამიტომ აღარ გიპასუხებ, თავად ნიკას კი არ ეყოფა – არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, ყველაფერი თავად მოგიყვეს.
სამწუხაროა, თუმცა შენ მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეიცვლება – შენს ამ კომენტარს ასე მივიღებ: ყველაფერი არ იცი, ანუ არცოდნა არცოდვაა”.