Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 25 ნოემბერს ახმეტაში ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის ძიუდოს დარბაზში მუნიციპალური სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა

მარშალ პრესი 26/11/2022
მხიარული სტარტები
✅ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზურაბ ფილაშვილის ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით 25 ნოემბერს ახმეტაში ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის ძიუდოს დარბაზში მუნიციპალური სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა.
👬⚽️შეჯიბრში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა იღებდა.
⛹️სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტული დაბრკოლებების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ, სადაც გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს.
🥇სკოლებს შორის გამარჯვებული გუნდი გახდა და მიმდინარე წელს ჩატარებულ ,,მხიარულ სტარტებში“ უკვე მეორედ პირველი ადგილი დაიკავა ქ.ახმეტის N2 საჯარო სკოლამ;
🥈მეორე ადგილი დაიკავა ზემო ალვნის N2 საჯარო სკოლამ;
🥉მესამე ადგილი დაიკავა ქ.ახმეტის N3 საჯარო სკოლამ;
🎤🕴️ღონისძიება გაფორმებული იყო სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით.
🏆პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო სხვა გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და მედლები.
✅ღონისძიებაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა მადლობის სიგელი გადასცა კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილეს თამაზ ხინჩლაშვილს მუნიციპალური სპორტის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის.
ვრცლად:
მხიარული სტარტები ახმეტაში

Post navigation

Previous: თაკო, გეყოფა. გრცხვენოდეს!” – ნიკა მელიას მამიკო გამოექომაგა – რა დაუწუნა ანზორ მელიამ თაკო ჩარკვიანს
Next: დღეს საპატრიარქოს ყველაზე მეტად ისინი უტევენ, ვინც ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.