Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაუპატიურებული და ნაცემი ასაკოვანი მონაზვნის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მარშალ პრესი 26/11/2022
უბედური შემთხვევა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ნაცემი დედაოს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 70 წლის დედაო ტაძარში შეჭრილმა პირებმა სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს.

დედაო ხაშურის კლინიკის ინტენსიურ განყოფილებში იყო  მოთავსებული. მდგომარეობის დამძიმების გამო, დედაოს თბილისში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა.  ამ წუთებში, მას თბილისში გადმოსაყვანად ამზადებენ.  დედაოს მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.

მას ტაძარში შეჭრილები სასტიკად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათ წინააღმდეგობა გაუწია.

დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: როგორ უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა – მორიგი დაპირისპირება ენმ-ში
Next: თაკო, გეყოფა. გრცხვენოდეს!” – ნიკა მელიას მამიკო გამოექომაგა – რა დაუწუნა ანზორ მელიამ თაკო ჩარკვიანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.