Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენს პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება – ბაჩო დოლიძე

მარშალ პრესი 23/11/2022
ბაჩო დოლიძე

იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილს ექნება აღნიშნული ამბიცია, რომ წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობა, რაც ჩემთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„თუ ვინმეს სურს და კმაყოფილდება მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნით, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ ყველანი ვართ ორიენტირებული, შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტს. თუ ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს მენეჯმენტში, პარტიის წინა ხაზზე, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან პრობლემური იქნება ხელისუფლების ცვლილება. ბევრი მიზეზის გამო, მე ასე ვუყურებ, ძალიან გაგვიჭირდება ამ კონფიგურაციით არსებული რეჟიმის დამარცხება. სწორება უნდა გვქონდეს მომავალზე და იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, შესაბამისად, ამას სჭირდება ეფექტური, ერთ მუშტად შეკრული გუნდი. პიროვნული უთანხმოება ნამდვილად არ მაქვს ვანო მერაბიშვილთან, შეიძლება, მხარს უჭერდეს პარტიას, ურთიერთობა ჰქონდეს უამრავ ადამიანთან, ეს ჩემი საქმე არ არის, არც ვერევი და ვერ დავუშლი ვერავისთან კომუნიკაციას, მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა. შესაბამისად, თუ მთავარ ოპოზიციურ ძალაში წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, ჩემი გადმოსახედიდან, ამ პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც ერთ-ერთი ამომრჩეველი, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
Next: გოგა ხაინდრავა ლაშა ბუღაძეს და პეტრე ცაავას: არ არის ძნელი გამოსაცნობი, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.