Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ლაშა ბუღაძეს და პეტრე ცაავას: არ არის ძნელი გამოსაცნობი, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის

მარშალ პრესი 23/11/2022
ხაინდრავა

სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პასუხობს ლაშა ბუღაძისა და პეტრე ცაავას მხრიდან გაკეთებულ ჩვენი პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„ამ ორი ავი სულის გასაგონად! უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიილია II არის ჩვენი სულიერი მამა. ყველაზე საყვარელი და პატივცემული ადამიანი. რას ვფიქრობთ თქვენზე იცით. არ არის ძნელი გამოსაცნობი. არც ის, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პატრიარქს, რის შემდეგაც ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფით სახელგანთქმულები მორიგჯერ გააქტიურდნენ.

„…ანტიქრისტეს ეკლესია კგბ-ს ვეტერანის ცოცხლად ხრწნის აღმნიშვნელ თარიღს ზეიმობს… მორიგი გიორგობა დადგა, მაგრამ ჩვენთან ჯერაც ვერ დასცა გველეშაპი წმინდა გიორგიმ“, – წერს ბუღაძე.

პეტრე ცაავას მიერ გავრცელებული განცხადებით კი, რუსეთის პატრიარქისათვის დაბადების დღის მილოცვა არის „უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, ანტიქრისტიანობა და ანტისახელმწიფოებრიობა“.

Post navigation

Previous: თუ წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენს პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება – ბაჩო დოლიძე
Next: მელია რაც არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ადვილი დასამორჩილებელი არაა, ხაბეიშვილი კი ოპტიმალური გამოსავალია: როცა ეტყვი გადადგება, დაწვება ან კრივში ივარჯიშებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.