Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 23/11/2022
პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ მარიჩელ ბატეტს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ამ საკითხზე მიღებულ რეზოლუციას.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ამ კონტექსტში პოზიტიურად შეაფასეს 2022 წლის ივლისში ესპანეთის წარმომადგენელთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. მხარეები მიესალმნენ გასული 30 წლის განმავლობაში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას, შავი ზღვის რეგიონის და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს. შალვა პაპუაშვილმა ესპანელ კოლეგას გააცნო საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი. მარიჩელ ბატეტმა აღნიშნა, რომ ესპანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

Continue Reading

Previous: საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
Next: თუ წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენს პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება – ბაჩო დოლიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025