Skip to content
11/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მაკა ბოჭორიშვილთან ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა. ეს კომპრომისული ტექსტი არის ძალიან დაბალანსებული და ობიექტური

მარშალ პრესი 22/11/2022
მარინა კალიურანდი

საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშია. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ქართველ კანონმდებლებთან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე ვესაუბრე ჩემს კოლეგას, მაკას ბოჭორიშვილს. განვიხილეთ რაც გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც ჩემმა ძალიან კარგმა კოლეგამ, სვენ მიქსერმა მოამზადა და კომიტეტმა კომპრომისულ ტექსტს კენჭი უყარა. დაველოდოთ პლენარულ სხდომას. დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კომპრომისული ტექსტი არის ძალიან დაბალანსებული, ობიექტური და ვაფასებ ჩემი კოლეგის შრომას. ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ შესრულებულ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეადგინა“, – აცხადებს კალიურანდი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა
Next: ვატო შაქარიშვილი: ევროპა თავზე გენგრევათ და თქვენ ერთმანეთს ატყუებთ ვითომ „დემოკრატიას“ დარაჯობთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.